Sunday, December 16, 2018

ინტელის კურსის შჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ცხრა დღის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ,შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და აუცილებელი  მასალა,რაც გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობაში:პრეზენტაციის მომზადება,ბუკლეტების დამზადება,ჩეკლისტების შედგენა,ბლოგის შექმნა და მასზე სხვადასხვა საჭირო მასალის განთავსება.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,იმედია ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები ქულებით შგვიფასდება.მე ძალიან მომეწონა პროექტებით სწავლება და აუცილებლად დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში,წიგნზე მუშაობა (ვიუვერი ) ძალიან დამეხმარა გეგმის წერაში,ვფიქრობ,შემდეგშიც ,მოსწავლეებთან ახალ პროექტზე მუშაობის დროსაც, აუცილებლად გამოვიყენებ.პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით და დიდი სიამოვნებით დავრეგისტრირდები თუ კიდევ იქნება მსგავსი ტრენინგები,მოუთმენლად დაველოდები თქვენს ზარს, ქალბატონო მაკა,მადლობა თქვენ,მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და თქვენთან ურთიერთობით.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, December 15, 2018

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე ნაყოფიერი და დამღლელი იყო, იმიტომ, რომ მივდივართ ინტელის პროექტის დასასრულისკენ.გადავამოწმეთ და ჩასწორებები შევიტანეთ ჩვენს მიერ შესრულებულ მასალაში.შვავსეთ გეგმის შაბლონის დარჩენილი გრაფები.მთელი ტრენინგის მანძილზე ინტერნეტი ხარვეზებით მოგვეწოდებოდა,რამაც ძალიან იმოქმედა ჩვენზე და ქალბატონ მაკაზეც.მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილი ვარ ტრენინგებით.მადლობა ქალბატონო მაკა.

Friday, December 14, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია .

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავე დრაივში განთავსებულ ჩემს პორტფოლიოზე.შექმნილი და არსებული მასალები ჩავალაგე საქაღალდეებში.შევქმენი საავტორო უფლებების ფურცელი.ბლოგიდან დავუწერე კომენტარი ჩემს სამ მეგობარს

ინტელის კურსის შჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ცხრა დღის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ,შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და აუცილებელი  მასალ...