Sunday, December 16, 2018

ინტელის კურსის შჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ცხრა დღის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ,შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და აუცილებელი  მასალა,რაც გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან მუშაობაში:პრეზენტაციის მომზადება,ბუკლეტების დამზადება,ჩეკლისტების შედგენა,ბლოგის შექმნა და მასზე სხვადასხვა საჭირო მასალის განთავსება.დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,იმედია ჩვენი ნაშრომი და ნაწვალები ქულებით შგვიფასდება.მე ძალიან მომეწონა პროექტებით სწავლება და აუცილებლად დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში,წიგნზე მუშაობა (ვიუვერი ) ძალიან დამეხმარა გეგმის წერაში,ვფიქრობ,შემდეგშიც ,მოსწავლეებთან ახალ პროექტზე მუშაობის დროსაც, აუცილებლად გამოვიყენებ.პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით და დიდი სიამოვნებით დავრეგისტრირდები თუ კიდევ იქნება მსგავსი ტრენინგები,მოუთმენლად დაველოდები თქვენს ზარს, ქალბატონო მაკა,მადლობა თქვენ,მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და თქვენთან ურთიერთობით.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, December 15, 2018

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე ნაყოფიერი და დამღლელი იყო, იმიტომ, რომ მივდივართ ინტელის პროექტის დასასრულისკენ.გადავამოწმეთ და ჩასწორებები შევიტანეთ ჩვენს მიერ შესრულებულ მასალაში.შვავსეთ გეგმის შაბლონის დარჩენილი გრაფები.მთელი ტრენინგის მანძილზე ინტერნეტი ხარვეზებით მოგვეწოდებოდა,რამაც ძალიან იმოქმედა ჩვენზე და ქალბატონ მაკაზეც.მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილი ვარ ტრენინგებით.მადლობა ქალბატონო მაკა.

Friday, December 14, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია .

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავე დრაივში განთავსებულ ჩემს პორტფოლიოზე.შექმნილი და არსებული მასალები ჩავალაგე საქაღალდეებში.შევქმენი საავტორო უფლებების ფურცელი.ბლოგიდან დავუწერე კომენტარი ჩემს სამ მეგობარს

Sunday, December 9, 2018

მოსწავლის ნიმუში


პროექტის პრეზენტაცია


მეხუთე  და მეექვსე დღის რეფლექსია
ინტელის ,,პროექტებით სწავლების "მეხუთე და მეექვსე დღეს ჩვენ ვიმუშავეთ პრეზენტაციის მომზადებაზე ,სლაიდების აწყობაზე.ვისწავლეთ ბუკლეტის გაფორმება,დრაივში შენახვა,ინტერნეტიდან სურათების ჩამოტვირთვა და ჩასმა. შევქმენით პრეზენტაციის მოსწავლის ნიმუში .დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.მადლობა ქალბატონო მაკა.

Wednesday, December 5, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასებებზე.ინტელის სახელმძღვანელოში მოვნახეთ შეფასება,გავეცანით რამდენი ტიპის შეფასება არსებობს.ჩვენთვის სასურველი შეფასების ფორმა დავაკოპირეთ და ჩავსვით გეგმის შაბლონში.ტრენინგი პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა,დიდი ინფორმაციის მომცემი,სიამოვნებით ვივლიდი მეოთე მოდულზეც (არსებობის შემთხვევაში )დიდი მადლობა ქალბატონ მაკას.

Saturday, December 1, 2018

                                                           შინდისის გმირები

ინტელის კურსის შჯამება

დავასრულეთ ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ცხრა დღის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ,შევისწავლეთ ბევრი საინტერესო და აუცილებელი  მასალ...